ხანძარი გორში - მაშველებმა დედა და 2 მცირეწლოვანი ბავშვი ფანჯრიდან უსაფრთხოდ გადმოიყვანეს

მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის დროს, დედა და 2 მცირეწლოვანი ბავშვი ფანჯრიდან უსაფრთხოდ გადმოიყვანეს

გორში, კომბინატის დასახლებაში ხანძარი იყო. ცეცხლი ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაჩნდა.

მეხანძრე-მაშველებმა სადარბაზოში და კიბეებამდე მისასვლელ ოთახში ძლიერი დაკვამლიანების გამო, დედა და 2 მცირეწლოვანი ბავშვი ფანჯრიდან უსაფრთხოდ გადმოიყვანეს.