ხანძარი გლდანში - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

ხანძარი გლდანში

თბილისში, გლდანის რაიონში, გიორგიწმინდის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ღია სივრცეში გაჩნდა და საბურავებს მოეკიდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.

როგორც „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ ეტაპზე, უცნობია.