პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1784911547
გურიაში, კაპროვანის სანაპიროსთან, შავ ზღვაში კაცი დაიხრჩო. როგორც „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მაშველებმა ზღვიდან ორი ადამიანი გამოიყვანეს, თუმცა, ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„მაშველებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს სამაშველო ოპერაცია, სამაშველო სკუტერით შევიდნენ და ორივე მოქალაქე გამოიყვანეს ნაპირზე. ერთ-ერთ მათგანს სასწრაფო სამედიცინო დახმარება გაეწია, მიუხედავად, ჩატარებული გადაუდებელი ღონისძიებისა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მეორე მოქალაქე უვნებლად გამოიყვანეს.
შემთხვევის დროს, შტორმის გამო, სანაპიროზე აღმართული იყო ამკრძალავი წითელი ალმები“, - განაცხადეს უწყებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.