სტივენ ჯერმი: საქართველო რომ იყოს ნატოს წევრი, ორი რამ არის ნათელი - სადაო საკითხია, ნატოს წევრი რამდენი სახელმწიფო გადაწყვეტს საქართველოს დახმარებას. თუკი ნატოს წევრი სახელმწიფოები საქართველოს დაეხმარებიან, ისინი ძალიან მოწყვლადი იქნებიან

სტივენ ჯერმი

საქართველოს ადგილას, ბოლო რასაც ვიზამდი, ნატოს იმედად ყოფნაა, - განაცხადა გადაცემაში „თბილისის დროით“ დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საზღვაო ძალების ექს-კომოდორმა, სტივენ ჯერმიმ.

ირინა ბათიაშვილის კითხვაზე, რუსეთმა რომ საქართველოზე კვლავ თავდასხმა გადაწყვიტოს, ნატოს წევრი სახელმწიფოები საქართველოს დასახმარებლად ჯარებს გამოაგზავნიან თუ არა, სტივენ ჯერმიმ აღნიშნა, რომ სადაო საკითხია, ნატოს წევრი რამდენი სახელმწიფო გადაწყვეტს საქართველოს დახმარებას.

„გასათვალისწინებელია, რომ საქართველოზე მეხუთე მუხლი არ ვრცელდება, რადგან საქართველო ნატოს წევრი სახელმწიფო არ არის, მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ, საქართველო რომ იყოს ნატოს წევრი, ორი რამ არის ნათელი - სადაო საკითხია, ნატოს წევრი რამდენი სახელმწიფო გადაწყვეტს საქართველოს დახმარებას. ეჭვი მაქვს, მათი რიცხვი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ეს ზოგს მიაჩნია; მეორე რამ კი, რომელიც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახლავთ, თუკი ნატოს წევრი სახელმწიფოები საქართველოს დაეხმარებიან, ისინი ძალიან მოწყვლადი იქნებიან. საქართველოს ადგილას, ბოლო რასაც ვიზამდი, ნატოს იმედად ყოფნაა“, - განაცხადა სტივენ ჯერმიმ.