კანადაში ენოტებმა Airbus-ის ქარხანაში წარმოება გააჩერეს

ენოტები

კანადაში ენოტების ექვსწევრიანმა ოჯახმა კომპანია Airbus-ის ქარხანაში თვითმფრინავების წარმოება შეაჩერა.

PYOK-ის ინფორმაციით, შემთხვევა მონრეალის მახლობლად მოხდა. ენოტები Airbus A220-ის ასაწყობ ხაზზე შეამჩნიეს, სადაც თვითმფრინავის ძირითად კომპონენტებს აწყობენ.

წარმოება გაჩერდა, რის შემდეგაც ქარხანაში სამძებრო სამუშაოები დაიწყო. აღმოჩნდა, რომ თანამშრომლებს საქმე დედა ენოტთან და მის 5 შვილთან ჰქონდათ. ენოტებმა ერთ-ერთ ლაინერში სადენები დაღრღნეს და ის საკუთარ საპირფარეშოდაც აქციებს. თუმცა, ინჟინრებმა რაიმე სერიოზული დაზიანება ვერ აღმოაჩინეს. ენოტები კი დაიჭირეს შემდეგ ქუჩაში გაუშვეს. უცნობია რამდენი ხანი გაატარეს ცხოველებმა ქარხანაში.

A220-ის ხაზი თვეში 6-8 ახალ ლაინერს უშვებს. Reuters-ის ცნობით, ენოტებთან დაკავშირებულმა ინციდენტმა უახლოესი 3 წლის განმავლობაში თვითმფრინავების მიწოდების შეყოვნება გამოიწვია.