საქართველოს პირველი არხი განცხადებას ავრცელებს
1733245808
კახეთში, სოფელ კაბალიდან 23 წლის ქალი გაიტაცეს. შემთთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
ახალგაზრდა ქალის ბიძა ამბობს, რომ გამტაცებლემბა ძალა გამოიყენეს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, არსებობს გატაცების ამსახველი ვიდეოკადრებიც, რომელიც ბიძის ნათქვამს ადასტურებს.
„ოთხნი იყვნენ, მოცვივდნენ და გოგო მანქანაში ჩატენეს. გოგოც და მისი ბებიაც წინააღმდეგობას უწევდნენ, თუმცა ვერაფერს გახდნენ. გოგომაც და ბებიამაც სხეულის დაზიანებები მიიღეს. ვიცით იმ მანქანის მოდელი და ნომერი, რომლითაც გაიტაცეს.
პოლიციასაც შევატყობინეთ, ჯერჯერობით, ადგილსამყოფელი ვერ დაადგინეს. ახლაც გამოკითხვაზე ვართ პოლიციაში“, - ამბობს გატაცებული ქალის ბიძა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რომ გატაცებული ქალის ძებნაში პოლიციაა ჩართული. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით - თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის გამტაცებლებს რვიდან თორმეტ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.