1740337798
„იბრძოლეს და ვერ გადაარჩინეს“ - რას წერენ წლინახევრის ბავშვზე, რომელსაც ლობიო გადასცდა და დაიღუპა

იმერეთში, წლინახევრის ბავშვს, რომელსაც ლობიო გადასცდა და დაიღუპა, ახლობლები ემშვიდობებიან.
არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი თავდაპირველად ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, გულის ამუშავების შემდეგ, სხვა კლინიკაში გადაყვანისას, გზაში დაიღუპა.
„გავნადგურდით პაციენტებიც და ექიმებიც... იბრძოლეს და ვერ გადაარჩინეს...“ - წერს სოციალურ ქსელში თვითმხილველი.
„არასდროს მოგვირჩება, რა დარტყმა და ტკივილი მოგვაყენე ... სამარადისო ანგელოზთა ცათა სასუფეველი დაგიმკვიდროს ღმერთმა, ჩემო თბილო ანგელოზო,“ - წერს ოჯახის ახლობელი.