გორში მატარებელი ახალგაზრდა კაცს დაეჯახა

policiis lenti

გორის შესასვლელთან, ფოთი-თბილისის ჩქაროსნული მატარებელი ახალგაზრდა კაცს დაეჯახა, რომელიც რკინიგზაზე გადადიოდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, 40 წლამდე კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ასევე ნახეთ:

„მე შენით სულ ვამაყობ...“ - შვილის სიტყვებმა მარიამ როინიშვილი აატირა

„დაზიანებები მიაყენეს და გაგუდეს, შემდეგ კი მოკლული ჭაში დამარხეს“ – მკვლელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიესაჯა

დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე წალენჯიხის მერიის თანამშრომლები დააკავეს - სუსის განცხადება