სიახლე, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება
1757965444
თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, რომელიც გზაზე გადადიოდა. შუახნის კაცი ადგილზე გარდაიცვალა.
„მძღოლიც ახალგაზრდა ბიჭია, 23-24 წლის. ცალკე იმის ცოდვით დავიწვი...“ „საშინელებაა, დარტყმის ადგილიდან 100 მეტრშია გადაგდებული“
ღმერთო, ეს რა ვნახე... მეთქი, მომეჩვენა, ერთი, ჩემს შვილს ავაფარე ხელები ისეთი ამბავი იყო...“ - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.
მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.
ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.