1775050200
გერმანიაში დაკარგულ, ქართველ ემიგრანტს ეძებენ
გერმანიაში დაკარგულ ქართველ ემიგრანტს ეძებენ. ინფორმაციას ამის შესახებ „ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, 45 წლის კაცი 1 თვეა ოჯახთან კონტაქტზე არ გასულა.
„გერმანიაში ქართველი ემიგრანტი, თემურ მაძღარაშვილი დაიკარგა. ბოლოს ესენში იყო. თუ ვინმემ ნახეთ სადმე, ან გეცნობათ, დაუყოვნებლივ გვაცნობეთ. გავიდა სახლიდან და არ დაბრუნებულა.“ - წერს შოთო სიხარულიძე.










