სკოლებში არდადეგების თარიღები ცნობილია - სრული სია
1790971447
რუსმა ოკუპანტებმა დარტყმა მიაყენეს კიევის ცენტრში მდებარე სამედიცინო დაწესებულების შენობას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Telegram-ში განაცხადა.
„სამშველო სამსახურები აგრძელებენ მუშაობას კიევში, მეცნიერებათა აკადემიის შენობაზე პირდაპირი დარტყმის ადგილზე. სამწუხაროდ, ამ დროისთვის ცნობილია ერთი დაღუპულის და ექვსი დაშავებულის შესახებ, რომელთა შორის სამი ბავშვია. დღეს, დღისით, რუსებმა ასევე დაარტყეს დედაქალაქის ცენტრში მდებარე სამედიცინო დაწესებულების შენობას“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.
ზელენსკის თქმით, მაშველები ხანძრის ოპერატიულად ლიკვიდაციას ცდილობენ.
როგორც კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, შევჩენკოს რაიონში იერიში მიიტანეს 7-სართულიან ადმინისტრაციულ შენობაზე, მე-4 სართულის დონეზე.
„რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტის ცნობით, დარტყმა იმ შენობას მოხვდა, სადაც კლინიკა „დობრობუტი“ მდებარეობს.