„გასკდა გული... ღმერთო, გამძლეობა მიეცი მის მშობლებს“- მტკვარში ნაპოვნი ცხედრის ვინაობა ცნობილია

ცნობილია მტკვარში დაღუპული ბიჭების ვინაობა

მდინარე მტკვარში მაშველებმა, ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, ავტომობილს და მასში 2 პირის ცხედარს მიაკვლიეს.

ერთი გარდაცვლილი უტა ელიავაა, რომელსაც ოჯახი ადასტურებს.

„ღმერთო გამძლეობა მიეცი მის მშობლებს“

„ჩემო გვანცა რით განუგეშო არ ვიცი შენი შვილების ხათრით“

რაც შე­ე­ხება მეორე ცხედარს, ადგილობრივის ინფორმაციით, ის ბიჭებთან ერთად მყოფ სტუმარს ეკუთვნის, რომელიც ქართველი არაა.

მესამე დაკარგული პირის, გიგი შამუგიას საპოვნელად, სამაშველო ოპერაცია კვლავ გრძელდება.

მაშველებმა ავტომობილი დღეს დილით, მტკვრის კალაპოტში წყლის დონის ხელოვნური შემცირების შედეგად

 

 

 

იპოვეს.

ინფორმაციისთვის, 14 მაისს, გამთენიას, მტკვარში გადავარდა ავტომობილი, რომელშიც 4 მგზავრი იმყოფებოდა, 1 პირი მაშველებმა შემთხვევიდან მალევე ამოიყვანეს.

პოლიციამ, ასევე 23 წლის ახალგაზრდა დააკავა, რომელსაც მომხდარ ავარიაში ადანაშაულებენ.