გარდაიცვალა ახალგაზრდა, რომელსაც ზღვაში სკუტერი დაეჯახა

policiis lenti

გარდაიცვალა ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ბათუმში, ზღვაში სკუტერი დაეჯახა. 

როგორც თვითმხილველები გვიყვებიან, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც მეგობრები ზღვაში სკუტერით შევიდნენ. 

ახალგაზრდა კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

,,მეგობრები ერთად იყვნენ შესულები ზღვაში, სკუტერით, ერთ-ერთი მათგანი გადახტა სკუტერიდან, სამწუხაროდ,  მეორე მეგობარმა ვერ დაინახა და გადაუარა", - გვიყვება თვითმხილველი. 

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ასევე ნახეთ:

შოვში, სტიქიის ზონაში სალომე ხეთაგურის ცხედარი იპოვეს

ტემპერატურა 21 გრადუსამდე დაიწევს - ნახეთ, როდის აგრილდება - ერთი თვის პროგნოზი

VIDEO: ,,ფორსაჟი 11 არ გეგონოთ, ეს გუშინ მოხდა, გორთან, ავტომაგისტრალზე" - რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში