1734793091
ევაკუაცია რამდენიმე სკოლაში - რა ხდება ადგილზე
ევაკუაცია "ევროპულ სკოლაში" - პედაგოგების ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ სიგნალიზაცია ჩაირთო, რის გამოც შენობა დაატოვებინეს. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველები და ტერიტორიას ამოწმებენ. სკოლასთან მისულები არიან მოსწავლეების მშობლები.
ერთ-ერთი მშობლის განცხადებით, მასწავლებელმა დაურეკა და სიგნალიზაციის ჩართვის შესახებ შეატყობინა. ამ ეტაპზე სასწავლო პროცესი შეჩერებულია.
ევაკუაცია გამოცხადდა ასევე, თბილისში, 41-ე საჯარო სკოლაში. არსებული ინფორმაციით, ამის მიზეზი გახდა ანონიმური სატელეფონო ზარი, რომ სკოლის შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობაა.
ამ წუთებში სკოლაში საგაკვეთილო პროცესი ჩაშლილია. ადგილზე გამნაღმველებს ელოდებიან.