1755711092
ერთი ადამიანი დაღუპულია, სამი დაშავებული - მძიმე ავარიის ახალი დეტალები

ქედის მუნიციპალიტეტში ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი დაშავდა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, ტრაგედია მსუბუქი ავტომანქანის სავალი გზიდან გადავარდნას მოჰყვა.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.