1768506850
„ერთადერთი შვილი დაკარგა ოჯახმა...“ - რას წერენ დატრიალებულ ტრაგედიაზე
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, სოფელ ზუმის ტერიტორიაზე ავარიას 21 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა. შემთხვევა წუხელ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი პირი კი დაშავდა.
„ძალიან მძიმე ტრაგედია დაატყდა თავს წუხელ მუხურს. ერთადერთი შვილი დაკარგა ოჯახმა... სიტყვები უძლურია. ძალიან ვწუხვარ, ძალიან“.
„როგორ მეტკინა გული. რა დღეში არიან შენი მეგობრები, როგორ ძალიან ყვარებიხართ, ნათელში გამყოფოს უფალმა შალე“
„გასკდა გული, შალეე, როგორ მენანები, ჩვენო ბუნჩულა ბიჭო“,- წერენ სოციალურ ქსელში.
„ჩემი უბანი გლოვობს. არ შემეძლო ამ უწესიერესი, თავმდაბალი, პატიოსანი ბიჭისთვის გვერდი არ დამეთმო, მტკივა, ცრემლებში ვიხრჩობი წუხანდელის მერე… ნათელი სასუფეველი შენს სულს შალე“,- წერენ სოციალურ ქსელში.
21 წლის ახალგაზრდა სოფელ მუხურის მკვიდრი იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით. მძღოლი დაკავებულია.












