„სხვა გზა არ მაქვს, ნატა... ძალიან არ მინდოდა...“ - თამუნა მუსერიძე
1794339158
საუნივერსიტეტო კლინიკის მე-5 სართულიდან, Covid-პაციენტი გადახტა. არსებული ინფორმაციით, 65 წლის კაცი პალატის ფანჯრიდან გადახტა. ის ადგილზე გარდაიცვალა. ამ ეტაპზე პაციენტის გადახტომის მიზეზი უცნობია.
„ძალიან კარგად იყო, ხვალ უნდა გაგვეწერა ბინაზე. ანალიზები, ყველაფერი კარგი ჰქონდა. გაუგებრობა, რომ არ მოხდეს ფანჯრებზე სახელურები მომძვრალი გვაქვს, რაღაცით გაუღია ფანჯარა და გადახტა.“ - განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.