„ძლიერი ხმა იყო დაცემის... ავტომობილის ლუქში ჩავარდა“ - მეთხუთმეტე სართულიდან გადავარდნილ მოზარდზე თვითმხილველები საუბრობენ

ბათუმი

უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმში - მაღალსართულიანი კორპუსიდან არასრულწლოვანი გადმოვარდა.

სხეულის მრავლობითი დაზიანებებით 16 წლის მოზარდი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას მძიმედ აფასებენ.

ძალიან ძლიერი ხმა იყო დაცემის... როცა ჩამოვირბინე, დავინახე, ჯიპის მარკის ავტომობილში. უკან, პანორამა ლუქში იყო ჩავარდნილი, სავარძლებს შორის.

ბავშვი მე-15 სართულიდან არის გადმოვარდნილი. მერვე სართულზე გადახურულია, იქ დავარდა და იქიდან ავტომობილის ლუქში ჩავარდა. ბავშვი რომ გამოვიყვანეთ, ცოცხალი იყო“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი