1740388520
დუშეთის ტყეში კაცის ცხედარი იპოვეს

დუშეთის მუნიციპალიტეტში, ტყეში, დაახლოებით 70 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
მამაკაცს ადგილობრივები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ.
„პრაიმტაიმს“ შსს-ში უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
ასევე დაგაინტერესებთ:
სასიხარულო ამბავი! - მამა თეიმურაზ ქორიძე ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს
ქართული მაფიის მასშტაბური შეკრება ხორვატიაში - რა კავშირშია თბილისის ციხეში მომხდარი დაპირისპირება