სიახლე პენსიონერებისთვის, რომელიც 2025 წლიდან ამოქმედდება
1731785166
თბილისში, წერეთლის გამზირზე, მაღაზიის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ ,,პრაიმტაიმს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
მათივე ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხანძარი ,,გორგიას" საწყობში გაჩნდა, რასაც ჰიპერმარკეტი განცხადებით ეხმაურება:
,,მეგობრებო, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გორგიას საწყობი იწვის და გვსურს, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია მოგაწოდოთ.
ხანძარი გორგიას მიმდებარედ, ერთ-ერთი კომპანიის საწყობში გაჩნდა და სწორედ აქედან მოხდა მისი გავრცელება საწყობის მცირე ნაწილზე.
ხანძრის ლიკვიდირება რამდენიმე წუთში მოხდა გამომდინარე იქიდან, რომ გორგიას ყველა საწყობი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიების უახლესი სისტემებით, რაც უსაფრთხოების მაღალ დონეს განაპირობებს", - აცხადებენ გორგიაში.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
შეგახსენებთ, თბილისში დღეს ოთხი ხანძარი გაჩნდა.