რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა UFC 311-ზე
1737287303
შოვში მიმდინარე სამძებრო სამუშაოების შედეგად, დღეს მხოლოდ ერთი ცხედარია ნაპოვნი. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა. თემურ მღებრიშვილის თქმით, ფართოვდება სამძებრო სამუშაოების არეალი და გაყვანილია გზის 70%.
"დილიდან მოხერხდა მოზარდის ცხედრის ამოსვენება, გადასვენებულია პროზექტურაში...მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები აქტიურად. ამ ეტაპისთვის ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ცხედარია ნაპოვნი. გზა ბოლომდე ჯერჯერობით მიყვანილი არ არის, თუმცაღა ძირითადი, დაახლოებით გზის 70% გაყვანილია და მიმდინარეობს ამ წუთებშიც გზის გაყვანა.'' - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
დღეს რამდენიმე დაღუპულის იდენტიფიცირებაც მოხდა. მათ შორის, 7 წლის ლუკა დუდაშვილის, 18 წლის სამირა ისაევას, 60 წლის მარინა ხორბალაძის, დავით ბერიაშვილის.