პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მცირეწლოვანი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. შემთხვევა სოფელ ზემო ქედში, ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სხვა რეგიონიდან სოფელში სტუმრად მყოფი, 5 წლის ბიჭი, გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
„ოჯახი იყო სტუმრად ჩამოსული, ჭირის სუფრაზე. ეს ბავშვი სხვებთან ერთად ყოფილა. დანარჩენი ბავშვები უკან მიჰყვებოდნენ, ველოსიპედით. როგორც ჩანს, ჩქარა უნდოდა გადასვლა და ამასობაში, გზაზე მოძრავი ავტომანქანა შეეჯახა“, - ამბობენ სოფელში.
ძლიერი შეჯახების შედეგად, მცირეწლოვანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მე-6-ე ნაწილით დაიწყო.