„დედა მოტყუებით ჩასვეს თვითმფრინავში... მის ანგელოზ შვილს გული გაუჩერდა...“ - კიდევ ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა

gardxaic vala

„ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე ემიგრანტი ქალის ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიაზე წერს. ქალს 32 წლის შვილი გარდაეცვალა და საქართველოში ისე გამოემგზავრა, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა.

არსებული ინფორმაციით, გიორგი ოთიაშვილს გული გაუჩერდა.

ემიგრანტი დედა იტალიაში იყო, ისე გავაცილეთ არ იცოდა შვილის გარდაცვალება, უთხრეს, რომ რეანიმაციაში ჰყავდათ. 9 წელი არ იყო ნამყოფი და შარშან ჩავიდა და ნახა შვილები, დედას უკანასკნელი წითელი ვარდებით დახვდა აეროპორტში, ჩვენი ემიგრანტი დედა ფლორენციის წმ.ნინოს სახელობის ტაძრის მრევლია და ლოცვით მიდიოდა ღმერთს ევედრებოდა შვილის გადარჩენას და შვილი კი უკვე გარდაცვლილი ესვენა სახლში, ჩვენ ვერ ვეუბნებოდით და მისი ცოდვით ვიწვოდით.“ - ამბობს ერთ-ერთი ემიგრანტი.