გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს
1732361130
2019 წლის 30 ნოემბერს ნიჟნი ნოვგოროდში, საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან ახალგაზრდა ქალი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილი ექსპერტიზაზე გადაასვენეს და შემდეგ ოჯახს გამოატანეს, დასაკრძალავად. თუმცა, დედამ შვილის დამარხვა გადაიფიქრა და მასთან ერთად ცხოვრობა გადაწყვიტა.
სადარბაზოში გამოსული საშინელი სუნით შეწუხებულმა მეზობლებმა პოლიციაში დარეკეს. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს დედამ კარი არ გაუღო.
მეზობელი ამბობს, რომ დედის თქმით, მას არ მოეწონა ექსპერტიზაზე დასმული დიაგნოზი და რომ მისი შვილი უცხოპლანეტელებმა მოიტაცეს. ვინაიდან თავად ეშინია უცხოპლანეტელების, ამიტომ მთელი სახლი ლითონის კილიტათი (ე.წ. ფოლგა) დაფარა - ჭერიც, კედლებიც, რაც მისი აზრით, რადიაციისგან იცავს.
მეზობლების მოთხოვნით, პოლიციელებმა ბინის კარი მაშინ შეამტვრიეს, როცა დიასახლისი შინ არ იყო. დახვდათ კუბოში მწოლიარე მიცვალებული, რომლის სახის ნაკვთების გარჩევაც უკვე შეუძლებელი იყო.
ასევე მეზობლების თქმით, ქალი შეურაცხადია, მაგრამ რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით, შიზოფრენიით დაავადებულ ადამიანს ვერავინ მიიყვანს ფსიქიატრიულ კლინიკაში. მას იქ მოათავსებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავად მიაკითხავს კლინიკას და გამოთქვამს მკურნალობის სურვილს.
საღამო ხანს დიასახლისიც დაბრუნდა, რომელმაც ბინის შეტეხვის ფაქტი გააპროტესტა და ყველაფრის კამერით გადაღება დაიწყო. სამედიცინო სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალი ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანა, მოგვიანებით მოსულმა სარიტუალო მომსახურების თანამშრომლებმა კი მიცვალებული სასაფლაოზე გადაასვენეს და მიწას მიაბარეს, გარდაცვალებიდან თითქმის 2 კვირის შემდეგ.