დაღუპულია 15 ადამიანი - კოლუმბიაში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

კოლუმბიაში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

კოლუმბიაში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს.

შემთხვევა კოლუმბიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მოხდა. თვითმფრინავთან კავშირი დაიკარგა ფრენის დაწყებიდან 12 წუთის შემდეგ, ვენესუელას საზღვართან მდებარე ქალაქ ოკანიაში დაშვებამდე 11 წუთით ადრე.

როგორც მედია წერს, თვითმფრინავში იმყოფებოდა 13 მგზავრი და ეკიპაჟის ორი წევრი. ბორტზე მყოფი 15-ვე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთ-ერთი პოლიტიკოსი, დიოგენეს კვინტერო და მისი გუნდის წევრები.

ქვეყნის პრეზიდენტმა, გუსტავო პეტრომ დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა