დაღუპული პოლიციელები სახლებში გადაასვენეს

პოლიციელები

დაღუპული პოლიციელების ცხედრები ექსპერტიზის ბიუროდან საკუთარ სახლებში გადაასვენეს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, 50 წლის ომარ ქარელი და 31 წლის ვანო ბასანიძე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპნენ.

ორი პოლიციელი, რომლებიც წლების განმავლობაში საპატრულო პოლიციაში ირიცხებოდნენ, გორი - ქარელის მონაკვეთზე, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, შეჯახების შედეგად ადგილზე დაიღუპნენ. მძღოლი კი, რომელიც სავარაუდოდ მთვრალი იმყოფებოდა, დაღუპული პოლიციელების კოლეგებმა დააკავეს.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-9 ნაწილითაა დაწყებული, რაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ასევე ნახეთ:

👉 VIDEO: პირველი კადრები ტრაგედიის ადგილიდან - ტრაილერი დაეჯახა ქალს, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა

👉 „ღამის გასათევად მოვხვდი ოჯახში, სადაც დამიტოვეს... მე ვიყავი ინიციატორი, პირველი ღამე შემდგარიყო ”- მზია გეწაძე