ცნობილია, 2025 წლის 4 მთავარი ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი
1731702760
მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილი 19 წლის გოგო მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეილერში მცხოვრები ტარანა სადიგოვაა.
როგორც ცნობილია, ახალგაზრდამ მშობიარობის მიზნით, მარნეულის კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალს“ მაისში მიმართა.
გამოცემა Aktual.ge-ს ინფორმაციით, ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს.
ოჯახის წევრის თქმით, გოგონას მშობიარობის მიზნით „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამშობიარო და ამბულატორიულ სამედიცინო ცენტრს მიმართეს, მშობიარობის დროს ექიმების დაუდევრობის გამო გოგონას დაეწყო სისხლდენა, რის შედეგადაც მისი მდგომარეობა დამძიმდა. ამის შემდეგ იგი ორი თვით თბილისში, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.
ახალგაზრდა ქალი ერთი წელია დაქორწინებული იყო და ეს მისი პირველი ორსულობა იყო.
„ამ საკითხთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ჩვენს კლინიკაში მშობიარობისას ამ გოგონას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია, თუმცა მას კიდევ სხვა ტიპის დახმარება სჭირდებოდა და შესაბამისმა ბრიგადამ სპეციალურ ცენტრში, მულტიდისციპლინურ კლინიკაში გადაიყვანა. იგი იქ მკურნალობდა და, სამწუხაროდ, ტრაგიკული ფაქტით გარდაიცვალა, ის გოგო ჩვენს კლინიკაში არ გარდაცვლილა, ამას ვადასტურებ", - აღნიშნა „ჯეო ჰოსპიტალის“ სამშობიარო და ამბულატორიული განყოფილების უფროსმა ია სეფიაშვილმა.
ასევე ნახეთ:
„გვწერენ, ერთმანეთი ხომ არ გიყვართო...“ - ირაკლისა და დადუს ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა
Exclusive: „ერთმანეთი სექს-ფართიზე გავიცანით... ერთად ყოფნას ვაპირებთ“ - მარიამ ქინქი პირადზე