ჩინეთში წყალდიდობას ებრძვიან, პეკინში სტიქიის შედეგად, სულ მცირე, 30 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანში სტიქია მძვინვარებს

ჩინეთში წყალდიდობას ებრძვიან. პეკინში ძლიერი წვიმებისა და წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 30 ადამიანია დაღუპული.

როგორც „ბიბისი“ წერს, ამ დროისთვის ევაკუირებულია 80 000 ადამიანი, რადგან სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ სტიქიის განმეორების შესაძლებლობა კვლავ არსებობს.

ქვეყნის პრეზიდენტმა, სი ძინ პინმა მასშტაბური სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დაწყების ბრძანება გასცა, რათა თავიდან იქნას აცილებული მსხვერპლის რაოდენობის ზრდა.