რა იზიდავს გველებს ეზოში - ექსპერტებმა 5 მიზეზი დაასახელეს
1793550649
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტყეში ხანძრის კიდევ ახალი კერები გაჩნდა. ხეობაში კრიტიკული ვითარებაა. მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი ქარის შედეგად, ცეცხლის ქრობა გართულებულია.
მეხანძრე-მაშველები სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ და ცდილობენ ტყეში გაჩენილი ხანძარი ჩააქრო.
ადგილზე მოქმედებს ოპერატიული მართვის შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობენ.