საპენსიო ფონდი ინფორმაციას ავრცელებს
1789069156
თბილისში, ბუკიას ბაღთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
ბეტონმზიდი ქვეითს დაეჯახა, რის შედეგადაც 70 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება ან ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.