პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გიორგი ბარამიძის მეუღლეს, ანა ფილიპჩუკს 18 წლის ქალიშვილი გარდაეცვალა. სამწუხარო ინფორმაციას პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში ავრცელებს და განმარტავს, რომ გარდაცვალების მიზეზებს ადგენენ.
„თანაგრძნობისთვის ყველას დიდი მადლობა, მეგობრებო! არ ვიცით, რა მოუვიდა ბავშვს (18 წლის ახლახან გახდა) ბებიის თვალწინ გული წაუვიდა და სასწრაფოს ექიმების მცდელობის მიუხედავად, გარდაიცვალა.
მიზეზებს გერმანიის შესაბამისი მხარის (სადაც ცხოვრობდნენ და მარიას უმაღლესში უნდა ესწავლა) სისხლის სამართლის საქმეთა პოლიცია იძიებს.
უტარდება ექსპერტიზა და როგორც გვითხრეს, პასუხი უახლოეს კვირაში უნდა გვქონდეს. კიდევ ერთხელ ყველას უღრმესი მადლობა!“ - წერს გიორგი ბარამიძე.
ცნობისთვის, გიორგი ბარამიძე დაახლოებით, სამი წლის წინ, მეორედ დაოჯახდა.