ბავშვი წაუყვანია, თავის დასთან დაუტოვებია და მერე მობრუნებულა უკან... - ახალი დეტალები კაცზე, რომელმაც ყოფილი ცოლი მოკლა

mkvleloba

ქუთაისში, ყოფილი ქმრის მიერ მოკლული ახალგაზრდა ქალი თიკო ტურაბელიძეა. გარდაცვლილს ერთი შვილი დარჩა. მამაკაცმა ყოფილ მეუღლეს სასიკვდილო დაზიანება დანით ყელის არეში მიაყენა.

როგორც მეზობლები ყვებიან, სახლიდან სადაც ტრაგედია მოხდა, ყვირილის ხმა ისმოდა. 

„ძლიერი ხმაური შემოგვესმა ეზოში, ავედით, კარი ძალით შევაღეთ და ოთახში სისხლის გუბე იდგა, გვამს რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა თავისა და ყელის არეში, ფაქტობრივად ყელი გამოჩეხილი ჰქონდა. მკვლელი ეცადა გაქცევას, თუმცა კარი გადავუკეტეთ და არ მივეცით საშუალება გაქცეულიყო. ამ დროს პოლიციაც მოვიდა.

დღეს ყოფილა მოსული, ბავშვი წაუყვანია, თავის დასთან დაუტოვებია და მერე მობრუნებულა უკან, რის შემდეგაც ბინიდან ისმოდა ყვირილი. ხმაური რომ გავიგეთ, მივედით და კარი დაკეტილი იყო... სავარაუდოდ, მკვლელმა დაკეტა" - ამბობს ადგილობრივი. პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.