1788083238
ბათუმში, წუხელ ზღვაში გაუჩინარებულ ქალს, მაშველები ამ დრომდე ეძებენ
ბათუმში, ძველი ბულვარის მიმდებარედ, სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. „აჭარა თაიმსის“ ცნობით, მაშველები ზღვაში შესულ ქალს ეძებენ, რომელიც გასულ ღამეს გაუჩინარდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, დაკარგული პირი საქართველოს მოქალაქეა.











