8 საკვები, რომლის მიღებაც უზმოზე არ შეიძლება -  ექიმი ასახელებს

 გოგო მაცივართან

ექიმი 8 პროდუქტს ასახელებს, რომლის მიღებაც უზმოდ არ შეიძლება. ამ პროდუქტების უზმოდ მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს გასტრიტი ან ეზოფაგიტი, ნაწლავური პათოლოგიები და სხვა დაავადებები.

„ყველაზე გავრცელებული მათ შორის, ეს არის , მასში ა ნივთიერებები კიდევ უფრო მტკივნეულს ხდის ანთებას და მისი მიღება არ შეიძლება. ბევრი თვლის, რომ ცხარე საკვები კუჭის წყლულს იწვევს, რაც არასწორია, უბრალოს მას შეუძლია წყლულის გაღიზიანება. 

მეორე, ეს არის ძალიან . როცა ადამიანი იღებს დიდი ოდენობით შაქარს უზმოდ, გლუკოზა უცებ იმატებს და პანკრეასი გამოიმუშავებს დიდი ოდენობით ინსულინს, რაც იწვევს სისუსტეს დღის მანძილზე.

მშიერ კუჭზე არ არის რეკომენდებული გამაგრილებელი სასმელები , რადგან კუჭ- ნაწლავის პათოლოგიების დროს, იმატებს მჟავების რაოდენობა, რაც ამწვავებს მდგომარეობას.

ცივი საკვები დილას ასევე არ შეიძლება. საქმე ისაა, რომ კუჭში ტემპერატურა დაახლოებით არის 37.6 გრადუსი, როცა თქვენ იღებთ ძალიან ცივ პროდუქტს, კუჭში ტემპერატურა იკლებს და პაციენტს უმძაფრდება პრობლემები, რომელიც იქამდეც ჰქონდა.

უზმოდ არ შეიძლება ციტრუსები , რადგან ისინი შეიცავენ მჟავებს, რაც კუჭის ლორწოვანს გააღიზიანებს.

ყავა ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუ საქმე არ ეხება გასტრო-ეზოფაგალურ რეფლუქსს. ამიტომ ამ დაავადების დროს დილას ყავის მიღება არ შეიძლება.

დილას არ მიიღოთ ასპირინი და არასტეროიდული მედიკამენტები, რადგან მშიერ კუჭზე ისინი იწვევენ ფერმენტების დაბლოკვას, რის გამოც კუჭის ლორწოვანი გარსი თხელდება.

მერვე, ეს არის ალკოჰოლი , რადგან ის მშიერზე ერთბაშად შეიწოვება და დიდია ინტოქსიკაციის საფრთხე“ – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.