ბათუმში, ორი კატერის შეჯახების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

სასწრაფო ბულვარში

ბათუმში ორი კატერის შეჯახების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

შემთხვევა დღეს მოხდა. „აჭარა თაიმსის“ ცნობით, შეჯახების შემდეგ კატერზე მყოფი ადამიანები ზღვაში ჩავარდნენ.

ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და სამართალდამცველები.

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.