საყურადღებო ინფორმაცია მათთვის, ვინც Wizz Air-ით მოგზაურობს
1788465581
SHOT-ის ცნობით, კრასნოიარსკის მხარეში დათვმა ორი პენსიონერი მოკლა, შემდეგ კი მათი ცხედრები ნაგავსაყრელზე ერთმანეთის მიყოლებით დამარხა.
31 აგვისტოს ორი ქალი სოკოს საკრეფად წავიდა და გაუჩინარდა. დათვმა ჯერ 67 წლის ზოია გ. მოკლა. ის პოდტესოვოს (ენისეის რაიონი) სოფელთან ახლოს მდებარე ნაგავსაყრელზე გადაათრია და მისი ცხედარი დამარხა.
დაახლოებით ცხრა საათის შემდეგ,73 წლის გალინა ტ. ტყეში სოკოს საკრეფად წავიდა. პენსიონერიც დათვს წააწყდა. მეორე ქალის ცხედარი მოგვიანებით იმ ადგილიდან ხუთი მეტრის დაშორებით იპოვეს, სადაც დათვმა პირველი მსხვერპლი დამალა.
შეგახსენებთ, რომ ორივე ადგილობრივი მცხოვრები რამდენიმე დღით ადრე სოკოს კრეფაზე იყო წასული და სახლში აღარ დაბრუნებულა. ძებნა 2 სექტემბრამდე გაგრძელდა. ამ დღეს მოხალისეებმა დაღუპულთა ცხედრები სოფლიდან დაახლოებით 3-4 კილომეტრში იპოვეს.