ბათუმში მანქანა სქროლს შეეჯახა, რომლითაც მამა-შვილი გადაადგილდებოდა

ფოტო

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის  გამზირზე  ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. მ

სუბუქი ავტომობილი სქროლს შეეჯახა. დაშავებულები არიან მამა-შვილი, რომლებიც სქროლით  გადაადგილდებოდნენ. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. 

ფაქტზე გამოძიება დაიწყო  სისხლის სამართლის კოდექსის  276 მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის  უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.