თიბისი ტექსკოლა - სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

თბს

წარმატებისთვის „სწორ დროს და სწორ ადგილას“ ყოფნა ყოველთვის საჭირო არ არის. თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ნებისმიერი კუთხე შეიძლება გახდეს სწორი ადგილი განათლების მისაღებად. სწორედ ამ შესაძლებლობას ქმნის თიბისის უფასო ონლაინ განათლების ეკოსისტემა, რომლის ერთ-ერთი მთავარი პროგრამაა თიბისი ტექსკოლა.

გაიცანით რეზი გაფრინდაშვილი საჩხერედან, რომელმაც თიბისი ტექსკოლაში მიღებული ცოდნით თავის სკოლას საჩუქრად გაუკეთა ვებ გვერდი.

„ადამიანები სწორ დროს და სწორ ადგილს ალბათ თავად ქმნიან თავისივე მონდომებით და შესაძლებლობებით. საჩხერე ჩემთვის მშვიდი, საინტერესო და სწორი ადგილია, როგორც საცხოვრებლად, ასევე სწავლისთვის და მუშაობისთვის. მომავლში ვგეგმავ თიბისი ტექსკოლაში მიღებული ცოდნით გავაკეთო თამაში სადაც მთავარი მოქმედება ციხესიმაგრეში განვითარდება“ - რეზი გაფრინდაშვილი.

უკვე სამი წელია, თიბისი ტექსკოლა 9-12 კლასის მოსწავლეებს სრულიად უფასოდ აცნობს თანამედროვე და მოთხოვნად ტექნოლოგიურ პროფესიებს. პროგრამაში უკვე 4 500-ზე მეტი უფროსკლასელი ჩაერთო, რომელთა 35% რეგიონებიდანაა. ტექსკოლის მონაწილეები სწავლობენ ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ვებდეველოპმენტი, UI/UX დიზაინი, მობილური აპლიკაციების შექმნა, გრაფიკული დიზაინი და სოციალური მედიის მარკეტინგი.

თიბისი ტექსკოლა მხოლოდ ცოდნის მიღების შესაძლებლობა არ არის. მონაწილეები სწავლობენ ინტერაქციული ონლაინ ლექციების ფორმატში, ურთიერთობენ ლექტორებთან და მენტორებთან, ქმნიან პირველ ციფრულ პროექტებს და თანატოლებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მუშაობენ. ამ პროცესში ისინი ტექნოლოგიურ ცოდნასთან ერთად დამოუკიდებელი სწავლის, დროის მართვისა და ციფრული თანამშრომლობის უნარებსაც ივითარებენ.

ტექსკოლასთან ერთად, თიბისის უფასო ონლაინ განათლების ეკოსისტემა აერთიანებს თიბისი კამპუსსა და IT აკადემიასაც. თიბისის ონლაინ განათლების მიზანია, ხარისხიანი განათლება ფინანსურ და გეოგრაფიულ ბარიერებზე დამოკიდებული არ იყოს.

თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები ეს არის სწორი ადგილი განათლებისთვის!