ბათუმში კორპუსიდან ძაღლი გადმოაგდეს

ლენტი

ბათუმში, კორპუსის აივნიდან ძაღლი გადმოაგდეს.

ამის შესახებ ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

თვითმხილველის თქმით, შენობას მოაჯირი აქვს, რაც ძაღლის გადმოვარდნის ფაქტს გამორიცხავს.

ფაქტთან დაკავშირებით მოქალაქემ სამართალდამცველებს მიმართა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკი მოპყრობას გულისხმობს, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია.