მკვლელობა კახეთში - გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა
1732448315
მარტში ბალენსიაგას 2022 წლის ზამთრის კოლექციის ჩვენება გაიმართა. უკრაინის ომის ფონზე გამართულ შოუში მოდელები ზამთრის ლანდშაპტში მიაბიჯებდნენ. დემნას თქმით, შოუს მთავარი მიზანი სიმამაცის, წინააღმდეგობის, სიყვარულისა და მშვიდობისათვის თავდადების ჩვენება იყო.
კოლექციის ერთ-ერთი გამორჩეული ნივთი ნაგვის პარკის შთაგონებით შექმნილი ჩანთა იყო. აღსანიშნავია, რომ ჩანთა ჩვენების შემდეგ პირველად კიმ კარდაშიანის ხელში აღმოჩნდა, თუმცა ამიერიდან მისი შეძენა ბალენსიაგასა და დემნას ნამუშევრების გულშემატკივრებსაც შეეძლებათ.
ნაგვის პარკის შთაგონებით შექმნილი ჩანთა $1,790 ღირს. ჩანთა ტყავისაა და ცისფერ, ყვითელ, შავ და თეთრ ფერებშია ხელმისაწვდომი.
„მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ნაგვის ჩანთის შესაძლებლობას ხელიდან ვერ გავუშვებდი. ვის არ უყვარს მოდაში სკანდალი?", — განაცხადა დემნამ ჩვენების შემდეგ Women’s Wear Daily-სთან ინტერვიუში.
წყარო: on.ge