ავტოსაგზაო შემთხვევას ერთ წლამდე ბავშვი ემსხვერპლა

ავარიაა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ქვალონში ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სადისტრიბუციო მანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 1 წლამდე ბავშვი გარდაიცვალა და ერთი ადამიანი დაშავდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებით ხობის ჰოსპიტალში გადაიყვანა.

ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.