ავღანეთში, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 900-ს გადააჭარბა

ავღანეთი

ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 900-ს გადააჭარბა.  ამის შესახებ ინფორმაციას „ინდეფენდენთი“ ავრცელებს.

სტიქიის დროს დაშავდა 3 000 მოქალაქე. სამაშველო ოპერაცია ავღანეთში ამ დრომდე გრძელდება.

როგორც „თალიბანის“ ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, მაშველები დაჭრილი ადამიანების ევაკუაციას განაგრძობენ და დაღუპულების და დაზარალებულების რიცხვი შესაძლოა, შეიცვალოს.

ცნობისთვის, 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 31 აგვისტოს ღამით მოხდა. ეპიცენტრი ქვეყნის მთიან ნაწილში დაფიქსირდა. შედეგად დანგრეულია სოფლები. დაზარალებულების ნაწილმა ნანგრევებში რამდენიმე საათი გაატარა. მიწისძვრამ ზოგიერთ რეგიონში გამოიწვია მეწყერი, ჩახერგილია გზები.

მედიის ცნობით, შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, „თალიბანმა“ დახმარებისთვის საერთაშორისო საზოგადოებას მიმართა.