გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს
1732361130
16 ოქტომბერს, დაახლოებით ღამის 02:00 საათზე, ახალქალაქში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის მოპირდაპირე მხარეს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 22 წლის ბიჭს, რომელიც ქუჩაში ფეხით გადაადგილდებოდა, მანქანა დაეჯახა. დაშავებული ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„შემოიყვანეს 22 წლის ბიჭი, იყო უგონო მდგომარეობაში, ფაქტობრივად გარდაცვლილი. მალევე დაფიქსირდა გარდაცვალება. დაახლოებით 04:00 საათზე ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს“,- ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“ ახალქალაქის რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორი.
როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის 6 პუნქტით დაიწყო.