1746733863
ავარია სამეგრელოში - არიან დაშავებულები

სამეგრელოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულია ხუთი ადამიანი.
თვითმხილველების ცნობით, ქვედა ჩხოროწყუში, მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც ახალგაზრდები ისხდნენ, ხეს შეეჯახა.
დაშავებულ პირებს სხვადასხვა სახის დაზიანებები და მოტეხილობები აღენიშნებათ, ისინი ქუთაისში გადაიყვანეს.