ავარია ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე - არის მსხვერპლი

პოლიციის ლენტი

ავარია ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე მსხვერპლით დასრულდა.

თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე ადამიანი კი კლინიკაში შეყვანისას.

გამოძიება სსკ 276-ე მუხლით დაიწყო, რაც საგზაო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.