ავარია მარნეულში - არიან დაშავებულები

ავარია

მარნეულის შესასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

24News.ge-ის ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.

ავარიის შედეგად ორივე ავტომობილის მძღოლი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობდნენ. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.