ავარია მარნეულში - არიან დაშავებულები

ავარია

ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეულში - თვითმხილველების ინფორმაციით, „ტოიოტას“ მარკის მსუბუქი ავტომობილი „მერსედესის“ მარკის მანქანას შეეჯახა.

ავარიის შედეგად „მერსედესის“ მარკის ავტომობილის მძღოლი და „ტოიოტაში“ მყოფი მგზავრი დაშავდნენ. დაშავებულები სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილას სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.