1747980527
რას ჰყვებიან თვითმხილველები კოსტავას ქუჩაზე მომხდარ ავარიაზე

თბილისში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ფაქტის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.
როგორც თვითმხილველების ამბობენ, ქვეითი გზას არასწორ ადგილას კვეთდა, მანქანის მძღოლმა შეჯახების პრევენციის მიზნით ტროტუარის მხარეს გადაუხვია, თუმცა მიკროავტობუსი მაინც დაეჯახა ფეხით მოსიარულეს.
როგორც სასწრაფოს ექიმები ამბობდნენ, ის, სავარაუდოდ, მენჯის მოტეხილობით გადაიყვანეს კლინიკაში. მეორე დაშავებულმა ფეხი მკვეთრი მოძრაობის დროს დაიზიანა.
როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.
ფოტო: "რადიო თავისუფლება"