ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
შინაგან საქმეთა სამინისტრო შეუერთდა საგზაო უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით დაწყებულ კამპანიას - „უკეთესი და უსაფრთხო გზები საქართველოსთვის”, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის EIB-ის მხარდაჭერით ახორციელებს.
თავის ისტორიას „დრიფტერი“ ნოდო კოდუა გვიზიარებს:
„ყოველთვის მინდოდა ჩემი გამოცდილება გამეზიარებინა ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით. ხშირად ვისმენთ ისტორიებს და ინფორმაციებს ავარიების შესახებ, რომელიც ექსტრემალური მართვის და დაშვებული შეცდომების შედეგად ხდება.
მეც, როგორც ბევრ მოზარდს, ბავშვობიდან მიყვარდა ავტომობილის ექსტრემალურად მართვა და სისწრაფე. ადრეული ასაკიდან საკმაოდ კარგად ვფლობდი საჭეს და საკუთარ შესაძლებლობებშიც დარწმუნებული ვიყავი, სანამ თავადვე არ აღმოვჩნდი საკუთარი ექსტრემალურობის მსხვერპლი.
17 წლის ვიყავი, ახალი აღებული მქონდა მართვის მოწმობა და როგორც გამოცდილი ავტოსპორტსმენი ქალაქში „თავისუფლად“ გადავადგილდებოდი. მოძრაობის წესებს მაინც და მაინც არ ვიცავდი. ბევრჯერ გადავურჩენივარ ჩემ გამოცდილებას, მაგრამ ერთხელაც სამწუხაროდ არ გამიმართლა...
შუა ქალაქში, სააკაძის მოედანზე BMW M3-ით გადავწყვიტე, ეგრეთწოდებული, დრიფტი. მოულოდნელად მოსახვევში გზის საფარი სველი დამხვდა დავკარგე მანქანის სრული კონტროლი და...
მინდა ყველას მოგიწოდოთ და გირჩიოთ, ვისაც გიყვართ სისწრაფე და ექსტრემი, არასდროს ჩააგდოთ საფრთხეში თქვენი და სხვისი სიცოცხლე. ქალაქში გადაადგილებისას დაიცავით წესები, დღეს უკვე ადვილია მუსრველებმა მიიღონ ტარებისგან სიამოვნება და მიიღონ შეჯიბრებაში მონაწილეობა ისე რომ არავინ დააზარალონ, ამისთვის ქალაქში არსებობს რამდენიმე ადგილი.არ გაიმეორო ჩემი შეცდომა! ატარე მშვიდად და უსაფრთხოდ!სიყვარულით, ნოდო კოდუა“