„საშიში სიტუაციაა... იყავით ფრთხილად!“ - მეტეოროლოგი მოსახლეობას აფრთხილებს
1758310875
აშშ-ში, Universal Orlando Resort-ის პარკში, "ამერიკულ გორაკებზე" კატაობის დროს ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის თანახმად, მამაკაცი ბლაგვი საგნის დარტყმებისგან გარდაიცვალა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ორლანდოს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა, ჯოშუა სტეფანიმ, გაკვეთის შემდეგ, მამაკაცის გარდაცვალება უბედურ შემთხვევად მიიჩნია. სტეფანის განცხადებაში არ არის მოცემული დაზიანებების დეტალები, მათ შორის, სხეულის რომელ ნაწილში ჰქონდა დარტყმა მიღებული.
შერიფის ოფისის ცნობით, ოთხშაბათს, Epic Universe-ის გასართობ პარკში ატრაქციონზე გასვლის შემდეგ, 30 წლამდე ასაკის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაცვლილად გამოაცხადეს.